მთავარი » 2010»ოქტომბერი»25 » სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დაფინანსება რამდენიმე მილიონით იზრდება
8:56 AM
სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დაფინანსება რამდენიმე მილიონით იზრდება
სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დაფინანსება რამდენიმე მილიონით იზრდება
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დაფინანსება რამდენიმე მილიონით ეზრდება.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის, სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დაფინანსება მომავალ
წელს 6, 109.9 ათასი ლარი იქნება, წელს კი "დელტა" მხოლოდ 494.5 ათასი
ლარით ფინანსდება. მომავალ წელს სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ
"დელტას" დაფინანსების ზრდა მომუშავეთა რიცხოვნობით არის განპირობებული.
კერძოდ, თუ აქ წელს 54 ადამიანი მუშაობს, მომავალ წელს პროექტის მიხედვით,
648 ადამიანმა უნდა იმუშაოს. შესაბამისად, შრომის ანაზღაურებისთვის
წლევანდელი 409 ათასი ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 6 , 094. 9 ათასი ლარი
დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტის თანახმად,
2009 წელს, "დელტას" დაფინანსება 917. 6 ათასი ლარი იყო, თუმცა ეს თანხა
ხელფასებისთვის არ დახარჯულა – პროექტის მიხედვით, "დელტაში" 2009 წელს
არავინ მუშაობდა.