მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » ბათუმში "უიქენდ ტურები" ოფიციალურად გაიხსნა
8:50 AM
ბათუმში "უიქენდ ტურები" ოფიციალურად გაიხსნა



ბათუმში "უიქენდ ტურები" ოფიციალურად გაიხსნა. პიაცას მოედანზე გუშინ ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის დიჯეი ჯუნიორ გრეკი უკრავდა.
შოუ მოცეკვავე გოგონათა ქორეოგრაფიული კომპოზიციების თანხლებით გვიანობამდე მიმდინარეობდა. 
ელექტრონული მუსიკის საღამოები ბათუმის პიაცას მოედანზე ყოველ შაბათს გაიმართება. "უიქენდ ტურების" ფარგლებში, პოპულარულ უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, ქართველი მომღერლების კონცერტებიც გაიმართება. 
ოქტომბერში "უიქენდ ტურების" პროგრამა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიგეგმა. სპეციალური საგზურის შეძენის შემთხვევაში, ბათუმის სტუმრებს ოქტომბრის განმავლობაში სასტუმროები და რესტორნები 20–პროცენტიანი ფასდაკლებით მოემსახურებიან, ღამის კლუბებსა და მუზეუმებში შესვლა კი მათთვის უფასო იქნება.
























კატეგორია: ტურისტები საქართველოში | ნანახია: 1200 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar