მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » Apple–მა ახალ ოპერაციული სისტემა Mac OS X წარმოადგინა
8:47 AM
Apple–მა ახალ ოპერაციული სისტემა Mac OS X წარმოადგინა


კორპორაცია Apple–მა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია Mac OS X წარმოადგინა. ამ დღესთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა სტივ ჯობსმა პრესისთვის  Apple–ის შტაბ-ბინაში, კალიფაორნიაში, პრესკონფერენცია გამართა, იუწყება ტექნობლოგი TechCrunch.
ახალი ოპერაციული სისტემა Mac კომპიუტერებისთვის Lion-ის (ლომი) სახელწოდებით იქნა წარმოდგენილი. პრეზენტაციაზე დასასწრებ მოსაწვევებზე  სწორედ ამ ცხოველის გამოსახულება იქნა განთავსებული.
Mac OS X–ის ახალ ვერსიას Apple-მა Magic Trackpad-ის მოწყობილობებისა და ნოუთბუკების სენსორული პანელის მეშვეობით მულტისენსორული მართვის მხარდაჭერა დაამატა.
გარდა ამის, Mac OS X–ის ახალ ვერსიაში შედის ოპცია სახელწოდებით Mission Control. ეს ინსტრუმენტი, მომხმარებელს საშუალებას მისცემს ეკრანზე ერთდრულად მოახდინოს ყველა გაშვებული პროგრამების გამოსახულების ნახვა და მათ შორის  თავისუფლად მოახდინოს გადართვა.
Apple-მა Mac-თვის  ვიდეოზარების მომსახურების ბეტა–ვერსია FaceTime გამოუშვა. ამიერიდან,  Apple-ის კომპიუტერების მფლობელებს, iPhone 4–ის სმარტფონებისა  iPod touch–ის პლეერების ბოლო თაობის  მომხმარებელებს ერთმანათთან დარეკვის საშუალებაც ექნებათ.  

 






























კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1092 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar