მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 20 » Egzema / ეგზემა
2:06 PM
Egzema / ეგზემა



ეგზემა კანის ქრონიკული, ხშირად მორეციდივე დაავადებაა. იგი უვითარდება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ვერ იტანენ ზოგიერთ ნივთიერებას. ე.ი. ახასიათებთ ორგანიზმის სენსიბილიზაცია. ზოგჯერ აღინიშნება ერთი რომელიმე ნივთიერების აუტანლობა, ანდა იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ისეთი გამაღიზიანებლის ზემოქმედების შედეგი, რომლებსაც ადამიანი ხვდება ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში. ზოგჯერ ეგზემა ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქიტის ფუნქციური მოშლილობის შედეგად და ა.შ. კანი ანთებითი, გაწითლებული, დაჭიმულია, მასზე წარმოიქმნება მრავალი წვრილი ბუშტუკი, საიდანაც გამოიყოფა სითხე, რაც შემდეგ მცირე ზომის ქერქებად გადაიქცევა. ასეთმა სისველემ შეიძლება დიდხანს გასტანოს და კანი განუწყვეტლივ ღიზიანდებოდეს. ხანგრძლივი ეგზემური პროცესის შედეგად კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფრდება, პერგამენტის ქაღალდს ემსგავსება. წარმოიქმნება საკმაოდ ღრმა ნახეთქები. ეგზემა შეიძლება განვითარდეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე, ტროპიკული წყლლულებისა და ჭრილობების გარშემო, პროფესიული მავნებლობის ზემოქმედების შედეგად.

პატარა ბავშვების სიცოცხლის მესამე-მეოთხე თვეს ხელოვნური კვებისა და დაავადებისადმი (მშობლების ეგზემა, ბრონქული ასთმა და სხვ.) წინსაწარგანწყობის შემთხვევაში შეიძლება ეგზემა განუვითარდეს. ბავშვის ეგზემა იწყება ლოყაზე პატარა ვარდისფერი ან წითელი ლაქის გაჩენით. ლაქა იქერცლება და შეხებით ხორკლიანია. ბავშვი იფხაჭნის ლაქას, რაც იწვევს სისხლისა და ლიმფის გამოყოფას. გამონადენი შრება და ქერქად გადაიქცევა. ფხაჭნის დროს ადვილი მოსალოდნელია მეორედი ინფექციის შეჭრა და ჩირქოვანი ანთების განვითარება. გამონაყარი სწრაფად ვრცელდება მთელ სახეზე, ზოგჯერ კი თავის ტვილის, ტანისა და კიდურების კანზე.

მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. იგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე - სქესსზე, ასაკზე, ავადმყოფის საერთო მდგომარეობასა და სამკურნალო საშუალებათა ატანაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. უნდა ერიდონ მწარე და მლაშე საკვებს, მწნილეულს, ლორს, ხორცის ნახარშს, სპირტიან სასმელებსა და შოკოლადს. ხორცი და თევზი შეიძლება ჭამონ მხოლოდ მოხარშული, საჭიროა რძე-მცენარეული დიეტა.

ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ


კ ო მ ბ ო ს ტ ო
ა) კომბოსტოს ფოთოლს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ. 2-3 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ იხსნიან და იდებენ ახალ ფოთოლს. იმეორებენ რამდენჯერმე.
ბ) რძეში ხარშავენ კომბოსტოს ფოთოლს, ურევენ ქატოში და იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით.
გ) კომბოსტოს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ურევენ კვერცხის ცილას. იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
ა) კარტოფილს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ დაზიანებულ ადგილზე.
ბ) კარტოფილს რეცხავენ, ფცქვნიან, ხეხავენ წვრილ სახეხზე და წურავენ. წვენში ასველებენ 1 სმ სისქეზე დაკეცილ მარლას და იდებენ ეგზემიან უბანზე. 2 საათის შემდეგ ცვლიან ახლით.
გ) კარტოფილი თაფლით
გარეცხილ კარტოფილს ხეხავენ, უმატებენ თაფლს (1/2 ჭიქა ფაფაზე 1 ჩაის კოვზი თაფლი) და ურევენ. ამ ნარევს უსვამენ მარლის სქელ ფენაზე და ადებენ დაზიანებულ ადგილზე. საფენს ცვლიან ყოველ 2 საათში დღის განმავლობაში.
ღამე იდებენ დინდგელის მალამოს, დღისით ისევ კარტოფილისა და თაფლის ნარევს.

ნ ი ო რ ი
ა) ნივრის წვენი და ფაფა (გახეხილი ნიორი) გამოიყენება ეგზემის, ლიქენისა და თმის ცვენის სამკურნალოდ.
ბ) ხარშავენ ნიორს დარბილებამდე და ურევენ თანაბარი რაოდენობის თაფლში. იდებენ ქსოვილით ავადმყოფ ადგილზე საფენით და იხვევენ. დილით იბანენ დაავადებულ ადგილს საპნით ან იწმენდენ ბენზინით, კვლავ იდებენ ნიორს და თაფლს და იხვევენ. როდესაც ქავილის შეგძნება შეწყდება, საკმარისია მხოლოდ ღამით შეხვევა. წინასწარ იწმენდენ ბენზინით.

გ ო გ რ ა
დაზიანებულ ადგილზე იდებენ გოგრის წვენში დასველებულ საფენს ან რბილობს. იმავდროულად მიირთმევენ გოგრას შემწვარი სახით ან ცოცხალ წვენს.

ლ ო ბ ი ო
ლობიოს პარკებს ახმობენ და ფქვავენ. იფრქვევენ დაზიანებულ ადგილზე.

ქ ლ ი ა ვ ი ს   ფ ო თ ლ ე ბ ი
იღებენ 1/2 ჭიქა ღვინის ან ხილის ძმარს, უმატებენ ისეთივე რაოდენობის მდუღარე წყალს და ადუღებენ. 1 ჭიქა ქლიავის ფოთლებს აქუცმაცებენ და ყრიან მდუღარე წყალ-ძმარში. წამოადუღებენ. აჩერებენ 1 სთ ემალის ქვაბში (თავდახურული). აცივებენ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ ეგზემით დაზიანებულ კანზე. 10 წუთის შემდეგ საფენს იღებენ, კანს იბანენ ანადუღარი წყლით და იდებენ გოგრის რბილობს ან ძალიან წვრილად გახეხილ სტაფილოს. 2 საათის შემდეგ მოიშორებენ და ისვამენ დინდგელის მალამოს.

ნ ა კ რ ე ბ ი
როდესაც ეგზემით დაზიანებულია თავის კანი, იღებენ 1 მუსკატის კაკალს, ცოტა იმბირს და ოთხფურცელა მარწყვბალახას, ასხამენ 0,5 ლ სპირტს და აჩერებენ სითბოში 48 სთ. დაზიანებულ ადგილებს იწმენდენ ამ სითხით. ამასთანავე, სასარგებლოა ფარსმანდუკისა და ანწლის ყვავილების ნახარშის მიღება. (ორივეს თანაბარი რაოდენობით იღებენ).

ა ლ ო ე
ა) ალოეს ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და დღეში 2-ჯერ იმაგრებენ დაზიანებულ ადგილზე ბინტით.
ბ) ალოეს წვენსა და თაფლს იღებენ თანაბარი რაოდენობით და ისვამენ დაზიანებულ ადგილზე. ეს საშუალება კარგია ეგზემის, ლიქენის, ჭრილობისა და კანის წყლულისათვის

კ ვ ე რ ც ხ ი
იღებენ ახალ კვერცხს. ხარშავენ. აცლიან გულს. რკინის ჩხირით იჭერენ სანთლის ალზე. კვერცხის გულიდან დაიწყება წვეთების ჩამოსვლა, რომელიც უნდა შეგროვდეს ჭიქაში. ეს არის ეგზემის სამკურნალო ძვირფასი სითხე, რომლის წასმა დღეში ერთხელ საკმარისია.

ს ვ ე ლ ი   ე გ ზ ე მ ა   ბ ა ვ შ ვ ე ბ შ ი
ჰაერღუმელში წვავენ 3 კაკალს ნაჭუჭიანად იქამდე, სანამ არ გახდება მუქი ყავისფერი. როდესაც კაკალი გაცივდება, ფქვავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ თევზის ქონს. უსვამენ დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-ჯერ.

ე გ ზ ე მ ა   გ ა მ ო წ ვ ე უ ლ ი   ს ა რ ე ც ხ ი   ს ა შ უ ა ლ ე ბ ე ბ ი თ
ყოველ დღე იკეთებენ 20 წუთიან აბაზანას (ხელების) ცივ სოდიან წყალში. შემდეგ ისვამენ შემთბარ ზეითუნის ზეთს.


























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1691 | დაამატა: allfile | ტეგები: Medical, egzema, interes.ge, internet.ge, med.interes.ge, ეგზემა, medicina, Med | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar