მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 17 » Ultimate Aero - უსწრაფესი მანქანა
10:24 PM
Ultimate Aero - უსწრაფესი მანქანა



ამერიკული კომპანია Shelby Supercars იწყებს ბრძოლას ყველაზე სწრაფი მანქანის ტიტულისათვის. მომავალი წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება ახალი თაობის მანქანა სახელად Ultimate Aero, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს სახელგანთქმულ Bugatti Veyron Super Sport-ს. ახალი მოდელი 440 კილომეტრ საათამდე აჩქარდება და ამით იგი ბუგატის რეკორდს გააუმჯობესებს. ამ მოდელს ეკუთვნის ადრინდელი რეკორდი, რომელიც 411 კილომეტრ საათს შეადგენდა. Bugatti-მ აჯობა ამერიკელების ქმნილებას, მაგრამ მათ ხელი არ ჩაუქნევიათ და აი სულ მალე ისინი ისევ პირველები გახდებიან. ახალი Ultimate Aero ექნება 6.8 კუბატურიანი 8 ცილინდრიანი ძრავი 2 ტურბინით, რომელიც ამერიკელი ინჟინრების პირად ქმნილებას წარმოადგენს. მას 1350 ცხენისძალა ექნება, ხოლო ბრუნვის მომენტი 10 ათასი. ამასთან ერთად პირველად მანქანების ისტორიაში მას სექვესტური გადაცემათა კოლოფი ექნება, რომელსაც თან სამი კონუსის პედალი ახლავს. კონსტრუქტორების განცხადებით Ultimate Aero-ს მთავარი კოზირი მისი წონაა. მისი კორპუსი დამზადდება ალუმინისგან, ხოლო ზედაპირი კარბონით დაიფარება. მანქანის საერთო მასა 1200 კილოგრამს შეადგენს. ახალი მანქანა 100 კილომეტრ საათს 2.8 წამში განავითარებს. მანქანა გაყიდვაში 2012 წელს გამოვა. მისი საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია.















კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1682 | დაამატა: allfile | ტეგები: Shelby Supercars, Bugatti, უსწრაფესი მანქანა, ამერიკელები, Ultimate AERO, fastest car, Bugatti Veyron Super Sport, მანქანა, უსწრაფესი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar