მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 16 » ჭაბუა ამირეჯიბის ბერად აღკვეცის წესს მეუფე სერაფიმე შეასრულებს
1:38 PM
ჭაბუა ამირეჯიბის ბერად აღკვეცის წესს მეუფე სერაფიმე შეასრულებს



მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ბერად აღკვეცის წესს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე შეასრულებს. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი უკვე ჭაბუა ამირეჯიბის სახლში იმყოფება .
როგორც მეუფე სერაფიმემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბერად აღკვეცის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სახლში დარჩება, რადგან მისთვის გადაადგილება პრობლემაა. ამასთანავე, უწმინდესმა ჭაბუა ამირეჯიბს კურთხევა მისცა, ბერად აღკვეცის შემდეგ წერა გააგრძელოს, თუ ამის სურვილი ექნება.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ბერად აღკვეცის წესი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ ამ ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.



























კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1345 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar