მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 15 » თბილისში ფიროსმანის დღეები გაიმართება
11:55 PM
თბილისში ფიროსმანის დღეები გაიმართება



თბილისში, 19-30 ოქტომბერს, საქართველო-გერმანიის საზოგადოების ორგანიზებით, ნიკო ფიროსმანაშვილის დღეები გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ქართველი და გერმანელი ლიტერატორების მონაწილეობით ლიტერატურული საღამოები მოეწყობა, გამოფენაზე "ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება" ფიროსმანის ნამუშევრების გარდა, 30 ქართველი და უცხოელი მხატვრის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
გერმანელი დოკუმენტალისტების მიერ გადაღებული ფილმები გოეთეს ინსტიტუტში იქნება ნაჩვენები. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოსული რეჟისორები შტეფან მალტე, ჰომბერგი და ფატრიმ რასიმი ახალ ნამუშევარს "ფიროსმანის მაგიდა" წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები მხატვრის მშობლიურ სოფელშიც გაემგზავრებიან.
საქართველო-გერმანიის საზოგადოების ორგანიზებით, ფიროსმანის დღეები მესამედ ჩატარდება.


































კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1270 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar