მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 15 » ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცება
11:50 PM
ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცება



ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" წარმომადგენლობითი სახალხო კრებიდან აცნობეს, ჭაბუა ამირეჯიბი, ძველი ქართული ტრადიციების თანახმად, სასულიერო წოდებას მიიღებს.
ბერად აღკვეცის ცერემონიას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ხვალ, მისივე სახლში, გურამიშვილის გამზ. #8-ში შეასრულებენ.
ჟაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. მწერლის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", გიორგი ბრწყინვალე". ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ჭაბუა ამირეჯიბის ინიციატივით უკანასკნელ პერიოდში წარმომადგენლობითი სახალხო კრება ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციაა.































კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1385 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar