მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 14 » მცხეთაში სვეტიცხოვლობა და მცხეთობა აღნიშნება
5:44 PM
მცხეთაში სვეტიცხოვლობა და მცხეთობა აღნიშნება


მცხეთაში სვეტიცხოვლობა აღინიშნება, საკათედრო ტაძარში კი დილიდან საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

წელს სვეტიცხოვლის ათასი წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება. დღესვე მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის კვართის დღესასწაულს, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენების დღეს აღნიშნავენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით უძველეს სატახტო ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რადგან დღეს მცხეთობის დღესასწაულიც აღინიშნება. დილიდან ქუჩაში გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.

ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილია წიგნებისა და ნახატების გამოფენა.  მთელი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში წარმოდგენებს და კონცერტებს გამართავენ შემოქმედებითი ანსამბლები სხვადასხვა რეგიონებიდან. მოეწყობა საცირკო და სპორტული წარმოდგენებიც.



































კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1366 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar