მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ჩინეთში ამო-ს გამოჩენის გამო აეროპორტებს ხურავენ
4:05 PM
ჩინეთში ამო-ს გამოჩენის გამო აეროპორტებს ხურავენ



ჩინეთის ქალაქ ბაოტოუს აეროპორტის დახურვის მიზეზი მის თავზე ამოუცნობი მანათობელი მფრინავი ობიექტის გამოჩენა გახდა. აეროპორტის ხელმძღვანელობამ უცნაურ ობიექტთან თვითმფრინავების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, აფრენა-დაჯდომაზე შეზღუდვა შემოიღო.

თვითმფრინავები, რომლებიც შანხაიდან და პეკინიდან მოემართებოდნენ, აეროპორტის თავზე წრეზე მანამ დაფრინავდნენ, სანამ "ამო" არ გაუჩინარდა. ბაოტოუში მომავალი კიდევ ორი რეისი ქალაქ ორდოსისა და ტაიუანის მიმართულებით გადამისამართდა. საერთო ჯამში, ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა ჩინელ ავიატორებს პრობლემა თითქმის 1 საათის განმავლობაში შეუქმნა.

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მანათობელი ობიექტი აეროპორტიდან 2-3 კმ-ში გამოჩნდა. ინტერნეტში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.

ჩინეთის ცაზე უცნაური მანათობელი ობიექტები არცთუ იშვიათად ჩნდება. სკეპტიკოსები ამ ფაქტებში უცხოპლანეტელთა კვალს გამორიცხავენ და მოვლენას ჩინეთში პოპულარულ მფრინავ გველებს უკავშირებენ, რომლებსაც ადგილობრივები ღამით ცაში სანათურების თანხლებით უშვებენ.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1557 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ჩინეთში ამო-ს გამოჩენის გამო აეროპო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar