მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » რას ჭამენ კრემლში
4:02 PM
რას ჭამენ კრემლში



საბჭოთა ეპოქის კრემლის სამზარეულოში მწვადის სუნი ხშირად ტრიალებდა, დღეს კი  კრემლის შეფ-მზარეულები ბოსტნეულისა და სუფ-პიურეების დამზადებაზე გადავიდნენ. ქვეყნის პირველი პირების გურმანულ მისწრაფებებზე კრემლის შეფ-მზარეულმა ანატოლი გალკინმა დეტალურად ისაუბრა.

გალკინს გემრიელი კერძების მომზადების ნიჭი შთამომავლობით გადმოსცემია. თურმე მისი ბებია თვით სტალინის მზარეული ყოფილა, რომელსაც ქართულთან ერთად, რუსული სამზარეულოც ჰყვარებია. "როგორც ბებია ამბობდა, სტალინი თავად ცოტას ჭამდა, მაგრამ გარშემომყოფების მადასა და გემოვნებას უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა", - იხსენებს გალკინი.

რაც შეეხება ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს, ის მადას არასდროს უჩიოდა. ნადირობის მოტრფიალე გენერალური მდივანი უპირატესობას გაუყინავ ხორცს ანიჭებდა, განსაკუთრებით კი ტახის მწვადს ეტრფოდა.

ანტივეგეტერიანული შეხედულებები ჰქონია ბორის ელცინსაც, რომელსაც ყველაზე მეტად პელმენი ჰყვარებია. მიხეილ გორბაჩოვის სისუსტე კი ფაფა ყოფილა და თურმე, სადილზე ყოველთვის ხუთი სახეობის ფაფას ითხოვდა, რომელთაგან შემდეგ ერთს აგემოვნებდა. "რომელს აირჩევდა, არავინ იცოდა. მთავარი იყო, მაგიდაზე დილიდანვე, სულ ცოტა, ხუთი სახეობის ფაფა ყოფილიყო", - აცხადებს ანატოლი გალკინი.

ამჟამად კრემლში უპირატესობას ჯანსაღ კვებას ანიჭებენ. მიღებებისთვის სუფრას ხშირად ბოსტნეულითა და ხილით აწყობენ. ძალზე პოპულარულია თევზი და სუფ-პიურე. მთავარი წესი უცვლელი დარჩა – კერძი აუცილებლად ხარისხიანი და უსაფრთხო უნდა იყოს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/26596-ras-tcamen-kremlshi.html#ixzz125tiaVF5




კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1591 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რას ჭამენ კრემლში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar