მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » გამოიგონეს ახალი საღეჭი რეზინი, რომელიც თავისით იხრწნება და ქრება
4:01 PM
გამოიგონეს ახალი საღეჭი რეზინი, რომელიც თავისით იხრწნება და ქრება



ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენას პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლია. საუბარია განსაკუთრებულ პოლიმერულ მასალაზე Rev7-ზე, რომელსაც საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შეიტანენ. მისი წყალობით ხელისუფლებას ყოველწლიურად 150 მლნ ფუნტი სტერლინგის დაზოგვის საშუალება მიეცემა, რომელსაც გადაგდებული და გამხმარი საღეჭი რეზინებისგან ქუჩების გაწმენდაში ხარჯავს.

მეცნიერთა თქმით, Rev7-ის გამოყენებით შექმნილი საღეჭი რეზინი არ ხმება და ადვილად იწმინდება, ხოლო 24 საათის შემდეგ თავისით ქრება. ამასთან, ამ მასალის სხვა მიზნით, მაგალითად საღებავში გამოყენებაც შეიძლება. ასეთი საღებავით შეღებილი კედლების მოხატვა  შეუძლებელი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კვლევა 10 მლნ ფუნტი სტერლინგით დააფინანსეს. ცნობილია, რომ მზა პრუდუქტის გავრცელებაზე ბრისტოლის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული კომპანია Revolymer ზრუნავს. 

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1390 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: გამოიგონეს ახალი საღეჭი რეზინი, რომელიც თავისით იხრწნება და ქრება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar