მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 9 » ვანო ჯავახიშვილი - "თავი მაქვს დიდი, მაგრამ სწორედ ეს მაჭმევს პურს"
11:39 AM
ვანო ჯავახიშვილი - "თავი მაქვს დიდი, მაგრამ სწორედ ეს მაჭმევს პურს"

www.allfile.do.am - internet files encyclopediaრუბრიკის სტუმარია "ვანო ჯავახიშვილის შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი, რომელმაც კითხვებს გულწრფელად უპასუხა.

- ვანო, ქუჩაში შენი ორეული რომ შეგხვდეს, როგორი რეაქცია გექნება?
-
ჯერ გავშტერდებოდი, ცოტა აზრზე რომ მოვიდოდი, ვკითხავდი - შენ შენ ხარ თუ
შენც მე ვარ-მეთქი (იცინის)? თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის ნამდვილად ის არის,
ხოლო მე-მე, ახლოს გავიცნობდი და პურმარილზე დავპატიჟებდი...

- თუ გამსგავსებენ რომელიმე ცნობილ ადამიანს?
-
პატარა ორეული - დათუნა კვირკვია რომ მყავს, ჩემი გადაცემის საშუალებით
მთელ საქართველოს გავაცანი. თუმცა ბევრი მსახიობ რობინ უილიამსს
მამსგავსებს, მაგრამ მე ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს, რადგან ბატონი რობინი
ხანში შესულია, მე კი ჯერ ისევ წიწკვი ვარ (იცინის).

- ვინ არის ავტორი მოთხრობისა "ჩანჩურა"
- ჰმ! რას მეკითხებით?! "ჩანჩურას" ავტორი ხომ დიდი მიხეილ ჯავახიშვილია!

- წარმოიდგინე გუბე, ჩაიხედე ამ გუბეში და აღწერე, როგორ გამოიყურები...
-
გუბეში მოჩანს დიდთავა ბიჭი, რომელსაც ცხვირი თავზე დიდი აქვს. ანუ, ჩემს
თავს სიმპათიურს ვერ დავარქმევ, ბოლოს და ბოლოს, თავი მაქვს დიდი, თუმცა
სწორედ ეს თავი მაჭმევს პურს. სამაგიეროდ, ალალი გამომეტყველება მაქვს...
ხუმრობა იქით იყოს და, საშინლად ვერ ვიტან სიცრუეს, განსაკუთრებით, როდესაც
მუშა მატყუებს. ამ მატყუარების გამო შინ ძლივს დავამთავრე რემონტი.
თვალებში მიყურებდნენ და "მაბოლებდნენ". გავგიჟდი!

- რომელია ავსტრალიის დედაქალაქი?
- კენგურუ კი არადა, კანბერა. ასე ნუ მიყურებთ, საკმაოდ კარგად ვიცი გეოგრაფიაც და დედაქალაქებიც.

- ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი რომ დაგესიზმროს, რას ეტყოდი?
-
(იცინის) ეს საიდანღა მოიგონეთ? ვაა, ისე, რა მაგარია, ორი ივანე, ორივე
ჯავახიშვილი... დიდ ივანეს ვეტყოდი, ხომ ხედავთ, ბატონო ივანე, რა მაგრები
ვართ ჯავახიშვილები, გვარს არც მე გირცხვენთ-მეთქი...

-
თურმე ადამიანი დღეში 200-ჯერ მაინც იტყუება. ეს კალიფორნიის უნივერსიტეტის
მეცნიერებმა დაადგინეს. მათი გამოკვლევების თანახმად, გამოუსწორებელი
მატყუარები არიან გამყიდველები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები... კიდევ
რომელი პროფესიის ადამიანები ცრუობენ ხშირად?

-
კრედიტოფიცრები. ეგეთი მატყუარები მუშებიც კი არ არიან. ვგიჟდები, როდესაც
ბანკების რეკლამებს ვუყურებ, ვითომ კრედიტის აღება გაბედნიერებს... სესხი
რომ ადამიანს აბედნიერებდეს....

- კალიფორნიელი
მეცნიერების აზრით კი ყველაზე მატყუარები იურისტები არიან. წარმოიდგინე,
შენი გადაცემის წასაყვანად სტუდიაში შედიხარ და შენს მაგიდასთან ზის ის
ვანო, ანუ ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შენ
ნაცვლად მიჰყავს გადაცემა. რას ეტყოდი?

- წარმატებებს ვუსურვებდი და ოჯახში დავბრუნდებოდი. აბა, სულ მე ხომ არ ვიქნები ამ გადაცემის წამყვანი?

- მიზანი ამართლებს საშუალებას?
-
ყოველთვის. მე ყველა მიზანი ბოლომდე მივიყვანე და ერთი დღეც არ მიცხოვრია
უმიზნოდ. არ მიყვარს უმიზნო ადამიანები, რადგან უფუნქციოები და
გაბოროტებულები არიან. ხელი არასდროს უნდა ჩაიქნიო.

- ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი?
- მაკიაველის.

-
შუაღამისას აგტკივდა კბილი, მიხვედი სტომატოლოგიურ კლინიკაში და დაგხვდა
ორი ექიმი - შალვა ნათელაშვილი  და მიხეილ სააკაშვილი. რომელს ამჯობინებ?

- ვაა, რა რთული არჩევანის წინაშე დამაყენეთ?! ალბათ, მიშას, რადგან ის უფრო სწრაფია და უფრო კარგად ამომიღებდა კბილს.

- სააკაშვილმა 100 დღით საქართველოს პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოს, რას გააკეთებდი?
-
პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემას დავაყენებდი ფეხზე. მერე პენსიონერებს
მივხედავდი და პენსიას 500 დოლარს დავუნიშნავდი. ჩემი პრეზიდენტობის
პერიოდში მაინც მოასწრონ ამხელა პენსიის აღება (იცინის).

- ერთ მშვენიერ დღეს პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელმა ხათუნა კალმახელიძემ სასიყვარულო ეს-ემ-ესი რომ მოგწეროს, რას უპასუხებდი?
- არ დავიჯერებ. რატომ უნდა მომწეროს კალმახელიძემ ეს-ემ-ესი, თანაც სასიყვარულო?

- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- კიდევ ერთ ხიდს მტკვარზე გასადებად.


ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: -
ერთგული და შრომისმოყვარე ადამიანია. არის ობიექტური. აქვს იუმორის
გრძნობა და კარგი აურა. ყველაზე კარგად ოჯახში ისვენებს. ზოგჯერ
განმარტოება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)














კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 1424 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar