მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » თამარ მეფის სახელობის პანსიონი
9:25 PM
თამარ მეფის სახელობის პანსიონი




საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

2010 წელს სკოლა-პანსიონი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და  მეურვეობას თავად კათალიკოს -პატრიარქი უწევს. სკოლა-პანსიონში, სადაც 400 ბავშვი სწავლობს, სწავლა ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია ასევე დავიწყებას მიცემული ძველი ქართული სახელოვნებო და სახელობო სწავლება.

სკოლა-პანსიონში 2011 წლის ზაფხულში საზაფხულო სკოლები გაიხსნება, სადაც თურქეთში, ირანსა და საინგილოში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.





კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1218 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: თამარ მეფის სახელობის პანსიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar