მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » პატრიარქმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა
9:24 PM
პატრიარქმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა




საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუდენტებს სიტყვით მიმართა, დალოცა ისინი და  განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში მაღლკვალიფიციურ კადრებს ამზადებს, რაც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვია. `მადლობა მინდა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ საპატრიარქოსთან არსებული ეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი ყველა დადგენილ სტანდარტს პასუხობს`.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში მოქმედებს ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ბიზნესისა და სოციალური ფაკულტეტები.

ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ირიცხებიან. წელს უნივერსიტეტში სწავლას ასოცდაექვსი პირველკურსელი შეუდგა.





კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1376 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პატრიარქმა სტუდენტებს სწავლის დაწყე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar