მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » აპარატმა Deep Impact გადმოსცა კომეტა 103P / ჰარტლის პირველი სურათი
6:51 PM
აპარატმა Deep Impact გადმოსცა კომეტა 103P / ჰარტლის პირველი სურათი



წინა კვირის ბოლოს NASA-ის აპარატი Deep Impact 60 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა კომეტა 103P/ჰარტლს და გადაიღო პირველი სურათი დაგეგმილი 64000-იდან.

” მიახლოება გაგრძელდება და დაახლოებით ორი თვის შემდეგ — ცხრა ნოემბერს — Deep Impact გადაიღებს კომეტის ბირთვს მთლიანად, — ყვება რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის წარმომადგენელი ტიმ ლარსონი (Tim Larson). — მაგრამ მეცნიერებისთვის ასევე საინტერესოა ფოტოები რომელიც გაკეთებილია 103P/ჰარტლისთან მიახლოებისას, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ ადრე”. უახლოესი 79 დღე აპარატი მუდმივად დააკვირდება კომეტას; სპეციალისტებმა მხოლოდ ექვსი დღე გამოყვეს დასვენების, ტრაექტორიის კორექტირებისა და მოწყობილობების შესამოწმებლად.

ხუთ სექტემბერს როდესაც Deep Impact-მა გადმოსცა 103P/ჰარტლის გამოსახულება, კომეტა იმყოფებოდა მზიდან 191მლნ კილომეტრში. გადაღება მიმდინარეობდა კამერა Medium Resolution Imager-ით; ამის გარდა ბორტზე არის მაღალი გაფართოების კამერა High Resolution Imager და ულტრაიისფერი სპექტომეტრი.

აღსანიშნავია ასევე, რომ Deep Impact-ის პირველი დანიშნულება, ანუ კომეტა ტემპელ1-ის შესწავლა ჯერ კიდევ 2005 წელს დასრულდა. ძირითადი აპარატიდან გამოყოფილი ზონდი შეეჯახა კომეტას, რამაც ნივთიერების გადმოფრქვევა გამოიწვია, რომლის შემადგენლობაც დეტალურად გაანალიზირდა.






























კატეგორია: კოსმოსი | ნანახია: 1837 | დაამატა: allfile | ტეგები: Deep Impact, NASA, tempel 1, Tempel | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar