მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » anekdotebi / anegdotebi
4:39 PM
anekdotebi / anegdotebi



სვანი აივანზე დგას და ხმალს იქნევს:
_ რას შვრები?
_ ბიჭი შემეძინა და თოფი არა მაქვს.
***
მთვრალი კაცი მიდის ტაქსისტთან და ეკითხება:
_ თავისუფალი ხარ?
_ კი.
_ მაშინ, გადმო... ვიცეკვოთ.
***
სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის.
_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
_ არა!
_ ფეხი ხო არ მოიტეხე?
_ არა!
_ აბა, რა მოიტეხე?
_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!
***
საგიჟეთიდან გიჟი გაიქცევა. ზედამხედველები მაშინვე გურიაში გადარეკავენ:
_ არიქა, გადაკეტეთ გურია, მანდ თუ შემოგვასწრო ვეღარ ვიპოვით
***
დედა ბავშვს აღვიძებს:
_ ადექი, უკვე მამალმა რა ხანია იყივლა!
_ მერე მე რა, დედალი ვარ?!
***
სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
_ აკლია, ამის დედაც...
***
გოგო ეკითხება შეყვარებულს:
_ ძვირფასო, რა უფრო მოგწონს ჩემში, ჩემი მშვენიერი სხეული თუ ჩემი ლამაზი სახე?
_ შენი იუმორის გრძნობა, საყვარელო.
***
კახელი შედის მაღაზიაში:
_ ხის წებო მომეცი.
_ რა იყო, ბიჭო, კიდე თავი გაიტეხე?
***
გურული მივიდა სტუმრად. სახლში არავინ დახვდა და წერილი დატოვა: "ვიყაი, არიყაი, საიყაი."










































კატეგორია: იუმორი | ნანახია: 900 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar