მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 4 » მაიკლ დუგლასი: ”არჩევანი არ მქონდა, მესაუბრა თუ არა ჩემს ავადმყოფობაზე”
2:52 PM
მაიკლ დუგლასი: ”არჩევანი არ მქონდა, მესაუბრა თუ არა ჩემს ავადმყოფობაზე”



”არ მსურს ჩემმა შვილებმა ოჯახის შესახებ სიმართლე მესამე პირებისაგან გაიგონ”, - ამბობს ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ დუგლასი, რომელიც მძიმედაა დაავადებული.

- თავს როგორ გრძნობთ? ძნელია მთელი მსოფლიოს დასანახად სიმსივნესთან ბრძოლა?
- თავს უკეთ ვგრძნობ, ამ მომენტისათვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ინტენსიური თერაპიის კურსს გავდივარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ კარგის იმედი მაქვს. რაც შეეხება ავადმყოფობაზე საუბარს, არჩევანი  არ მქონდა, მესაუბრა თუ არა ამაზე. რომ დამემალა, ადრე თუ გვიან, მაინც ყველა გაიგებდა. ასე რომ, გადავწყვიტე თავად მეთქვა ყველაფერი.

- ცნობილია, რომ ავადმყოფობის შესახებ თავად უამბეთ შვილებს, შემდეგ საავადმყოფოშიც კი წაიყვანეთ, რათა გეჩვენებინათ, როგორ გადიოდით მკურნალობის კურსს.
- ბავშვებმა ეს ამბავი მაშინ გაიგეს, როცა დიაგნოზი დადასტურდა, საავადმყოფოშიც იმიტომ წავიყვანეთ, რომ ნაკლებად შეშინებოდათ. შიში ხომ  ჩვენი ყველაზე დიდი მტერია.

- ბავშვებს მათი ძმის, კემერონის შესახებ თუ მოუყევით?
- ჩვენ ვცდილობთ, რომ მათთან ყოველთვის გულახდილები ვიყოთ. კემერონის შესახებ არა მხოლოდ მოვუყევით, არამედ ციხეშიც კი წავიყვანეთ მის სანახავად. არ გვინდა რომ ოჯახის შესახებ ამბებს ისინი მესამე პირებისაგან იგებდნენ.

-თქვენი ავადმყოფობა - მძიმე გამოცდაა: შეიცვალა თუ არა თქვენი მსოფლმხედველობა?

- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ფასეულობების გადაფასებამდე არ მივსულვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ფილოსოფოსობა არ დამიწყია, რადგან მხოლოდ კარგის იმედი მაქვს.

- თქვენ ყოველთვის მრავალმხრივი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, უთავსებთ ერთმანეთს მსახიობისა და პროდიუსერის პროფესიას, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ წამოგცდათ, რომ ერთწლიან დასვენებას და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აპირებთ. შეძლებთ ამას?
- არასდროს მქონია განსაკუთრებულად დაძაბული გრაფიკი, ბევრიც არ მიმუშავია. 40-მდე ფილმში მივიღე მონაწილეობა, ზოგიერთი მათგანის პროდიუსერიც ვიყავი და მქონდა ისეთი დიდი შუალედები, რომ საკუთარი თავისთვის დასვენებისა და მოგზაურობის უფლება მიმეცა.


- როგორ მხარდაჭერას გრძნობთ ოჯახის წევრებისაგან?
-ისინი მაქსიმალურად მიდგანან გვერდით, თუმცა ცოტა რამ თუ შეუძლიათ გააკეთონ, მთავარია მკურნალობის კურსი წარმატებულად გავიარო.

დოსიე:
მაიკლ დუგლასი აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში 1944 წლის 25 სექტემბერს დაიბადა, მსახიობების კერკ დუგლასისა და დიანა დუგლას დერის ოჯახში.

პოპულარობა 1972-1976 წლებში მოიპოვა, ფილმ ” სან ფრანცისკოს ქუჩებში” მონაწილეობის შემდეგ.

1975 წელს კი ფილმის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” , საუკეთესო რეჟისურისათვის ”ოსკარი” მოიპოვა.

დაქორწინებულია მსახიობ კეტრინ-ზეტა ჯონსზე. ჰყავს ორი შვილი.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.







































კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 1328 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar