მთავარი » მართმადიდებლობა
« 1 2 3 4 ... 7 8 »
სადიდებელ-სავედრებელნი
არსების ხატო უცვალებელო, შეუძვრელო ბეჭედო, უვნებელო, ძეო სიბრძნეო და სიტყვაო, მკლავო მარჯვენეო და ძალო მაღლისაო, შენ თაყვანის-გცემთ მამისა და სულისა თანა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


”დიდებული საქმეა საკუთარი თავის უფლისთვის მინდობა”
-რაში მდგომარეობს ღვთის არსებობის ფსიქოლოგიური მტკიცება?
ძალიან სიანტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ნეტარ ავგუსტინეს შეხედულება ღვთის, როგორც მეხსიერებაში არსებული მოგონების შესახებ. ღმერთი თავისი არამატერიალური, ყოვლისმფლობელი ძალით არსებობს ყველგან, იგი არსებობს ადამიანის სულშიც. ღმერთთან ერთად ყოველ სულში არსებობს ღვთაებრივი, გონებით მისაწვდომი სამყარო. სული ამ სამყაროს თავის თავში მოიცავს ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს მას. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ჭეშმარიტება სუფევს ” შინაგან კაცში”. მისი ადგილსამყოფელი არის მეხსიერება. ყველაფერს რაც ჩვენ გვახსოვს და რაც ჩვენშია დამკვიდრებული, ვერ ვიაზრებთ და ვათვითცნობიერებთ, რადგანაც ცოდნა არის სულიერი დაუფლება. ამიტომ ისიც, რასაც ჩვენი მეხსიერება ინახავს, არის ცოდნა, თუმცაღა არ არის აუცილებელი, რომ აკტუალურად ვიაზროვნოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მეხსიერება, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, უწინარეს ყოვლისა არის აღმქმელობითი უნარი. ესაა ერთგვარი სულის საკუჭნაო, უზარმაზარი საცავი, რომლის ცალკეულ სენაკებშიც ინახება მთელი მისი შიგთავსი თუ შინაარსი.ადამიანის სული მისი განსხეულების მომენტიდანვე იმარხავს ღმერთს. აქ საქმე გვაქვს თანაარსებობასთან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


მორწმუნეები ალილოსთვის ემზადებიან
აშობაო ალილოსთვის მზადება დაწყებულია. ტკბილეული, სათამაშოები და საჩუქრები უკვე ჩაალაგეს ხურჯინში სამების ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


პატრიარქი მრევლს სიცოცხლის მეტად დაფასებისკენ მოუწოდებს

ყველამ უნდა დაინახოს, რამდენად მდიდარია საქართველო ეროვნული ფასეულობებით, - საგანგებოდ ამისთვის საქართველოს პატრიარქი ქვეყანაში მდებარე ყველა ეკლესია-მონასტრის შესახებ ინფორმაციის ერთ კრებულში მოთავსების ინიციატივით გამოდის.

ახალი წიგნის გამოცემის შესაძლებლობაზე ილია მეორემ დღეს სამებაში, საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. მისი თქმით, ამავე კრებულში უნდა შევიდეს ცნობები ქართველი წმინდანების შესახებაც.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


უნიკალური აღმოჩენა ხობის ტაძარში
ხობის ღვთისმშობლის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. კანკელის ფუნდამეტში ჩაშენების სამუშაოების დროს ნაპოვნია თაღოვანი კედელი. წინასწარი გათვლებით, ეკლესიის ძირში კიდევ ერთი ეკლესიაა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


ახალგაზრდებმა პატრიარქის აღსაყდრების 32-ე წლისთავი აღნიშნეს
საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 32-ე წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს ახალგაზრდებმა. 26 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მეტეხის ხიდიდან სამების საკათდერო ტაძარამდე ფეხით მივიდნენ. მათ შორის იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც.



by:Nikolozi


23 ნოემბერი გიორგობაა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში აღავლენს, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს და ახლახან აღდგა. ახლად გახსნილ ტაძარში ღვთისმსახურებას ოჯახთან ერთად დაესწრო  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


რუსეთის პატრიარქი თბილისს ეწვევა
რუსეთის პატრიარქი კირილი, ილია მეორის მოწვევით, თბილისს ეწვევა. გადაწყვეტილება ბაქოში პატრიარქების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ილია მეორემ და კირილმა რუსულ-ქართული ურთიერთობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ, ყველა გარემოების მიუხედავად, რუსული და ქართული ეკლესიების ურთიერთობები ურყევია. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ ეკლესიებს შეუძლიათ რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


ილია მეორე შესაძლოა ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდეს

რუსეთის პატრიარქი კირილი დღეს ბაქოში ვიზიტისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ რსული სააგენტოები იუწყებიან.

მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ნიკოლაი ბალაშოვის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ეკლესიების მონაწილეობა რუსებსა და ქართველებს შორის ძმური კავშირების გამყარებაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


თბილისში რუსეთის პატრიარქის წერილს აკრიტიკებენ

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი ექსპერტები რუსეთის პატრიარქის წერილს აკრიტიკებენ.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა კირილე II-ემ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რუსეთის პატრიარქის ქმედება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააკრიტიკა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ
ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავლენს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


სქემარქიმანდრიტი კუკშა ოდესელი დოკუმენტური ფილმი
სქემარქიმანდრიტი კუკშა ოდესელი დოკუმენტური ფილმი

სქემარქიმანდრიტი კუკშა ოდესელის ფოტოები და ფილმის გადმოსაწერად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ანთიმოზ ივერიელი მხატრული ფილმი
ანთიმოზ ივერიელი მხატრული ფილმი

ანთიმოზ ივერიელის ფოტოები და ფილმის გადმოსაწერად
შებრძანდით სრულიადში...



by:allfile