მთავარი » 2010 სექტემბერი 29 » რუსეთის პატრიარქი თბილისს ეწვევა
8:54 AM რუსეთის პატრიარქი თბილისს ეწვევა | |
რუსეთის პატრიარქი კირილი, ილია მეორის მოწვევით, თბილისს ეწვევა. გადაწყვეტილება ბაქოში პატრიარქების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ილია მეორემ და კირილმა რუსულ-ქართული ურთიერთობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ, ყველა გარემოების მიუხედავად, რუსული და ქართული ეკლესიების ურთიერთობები ურყევია. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ ეკლესიებს შეუძლიათ რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა. `ბრძნული პოლიტიკა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აწარმოებს და ბრძნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწევა, არის საწინდარი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება,` - ბრძანა პატრიარქმა | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |

