აშობაო ალილოსთვის მზადება
დაწყებულია. ტკბილეული, სათამაშოები და საჩუქრები უკვე ჩაალაგეს ხურჯინში
სამების ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა. შობას კი ამ საჩუქრებს თბილისის,
კოჯრის და წყნეთის უდედმამო ბავშვთა სახლებს და თემქაზე არსებულ მოხუცთა
თავშესაფარს დაურიგებენ. ალილო წელსაც თეატრლიზებული იქნება. მსვლელობა
შვიდ იანვარს 14-ტ საათზე ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება და
სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სამების საკათედრო
ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან. ალილო უწინდესის და უნეტარესის ილია
მეორის ლოცვა კურთხევით იმართება. ეს უძველესი ტრადიციაა, რომელიც
აღადგინეს და საპატრიარქოს ინიციატივით უკვე მეათე წელია ეწყობა. მასში
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა.