მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » პატრიარქი მრევლს სიცოცხლის მეტად დაფასებისკენ მოუწოდებს
3:43 PM
პატრიარქი მრევლს სიცოცხლის მეტად დაფასებისკენ მოუწოდებს




ყველამ უნდა დაინახოს, რამდენად მდიდარია საქართველო ეროვნული ფასეულობებით, - საგანგებოდ ამისთვის საქართველოს პატრიარქი ქვეყანაში მდებარე ყველა ეკლესია-მონასტრის შესახებ ინფორმაციის ერთ კრებულში მოთავსების ინიციატივით გამოდის.

ახალი წიგნის გამოცემის შესაძლებლობაზე ილია მეორემ დღეს სამებაში, საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. მისი თქმით, ამავე კრებულში უნდა შევიდეს ცნობები ქართველი წმინდანების შესახებაც.

გარდა ამისა, ქადაგების დროს პატრიარქმა მრევლს სოცოცხლის მეტად დაფასებისა და დროის გაფრთხილებისკენ მოუწოდა და ამისთვის მათ ადრე ადგომაც შესთავაზა.

ქადაგების ბოლოს სამებაში შეკრებილებს ნაკურთხი პური და ტკბილეულობა დაურიგეს. ილია მეორე ხვალ იუბილარია. მას 77 წელი უსრულდება. პატრიარქი პარაკლისის გადახდას სიონის საკათედრო ტაძარში აპირებს.





კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1150 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პატრიარქი მრევლს სიცოცხლის მეტად და | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar