მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » 23 ნოემბერი გიორგობაა
3:18 PM
23 ნოემბერი გიორგობაა




ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში აღავლენს, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს და ახლახან აღდგა. ახლად გახსნილ ტაძარში ღვთისმსახურებას ოჯახთან ერთად დაესწრო  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ტაძარში ლიტურგიას პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენდა. რესტავრირებული ეკლესია მეოთხე საუკუნით თარიღდება. მისი აღდგენა ბოლო ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურთხევის შემდეგ წირვა 40 სებასტიანელის ეკლესიაში დღეს პირველად ჩატარდა.

პატრიარქმა დღეს მრევლი დალოცა და საქართველოს გამთლიანება უსურვა. ილია მეორემ დღეს ქადაგებისას აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული არაა და მომავალში საქართველოს მთლიანობა გარდაუვალია.

დღეს უწმინდესმა წირვის შემდეგ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად ჯვარი გადასცა.

წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და  საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა





























კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1237 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: 23 ნოემბერი გიორგობაა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar