მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » ილია მეორე შესაძლოა ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდეს
8:49 AM
ილია მეორე შესაძლოა ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდეს




რუსეთის პატრიარქი კირილი დღეს ბაქოში ვიზიტისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ რსული სააგენტოები იუწყებიან.

მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ნიკოლაი ბალაშოვის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ეკლესიების მონაწილეობა რუსებსა და ქართველებს შორის ძმური კავშირების გამყარებაში.

მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფონზე, რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კონტაქტები ინტენსიურად ვითარდება. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ პატრიარქები ისაუბებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იურისდიქცია.










































კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1123 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ილია მეორე შესაძლოა ბაქოში რუსეთის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar