მთავარი » მომხმარებლის მასალები [allfile (3724)]
« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 265 266 »
მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს
10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით,  ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი. მეცნიერებმა მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარეს, აწარმოეს კვლევა და სხვა პრაქტიკული სამუშაოები. დღესვე, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ახალი ლაბორატორია გადასცა. ახალგაზრდა მეცნიერმა ბიოლოგმა ეკა ბაკურაძემ  კი ახლადმოწყობილ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ლაბორატორიაში  მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა.
სამინისტრო მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს - წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი. თანამედროვე ხელსაწყოები და აპარატურა  მოსწავლეებს ეხმარება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლირებულად სწავლაში. მოზარდები ატარებენ ცდებს, აწარმოებენ კვლევას და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებსაც.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


პრეზიდენტი ნატო-ს სამიტს დაეწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს ლისაბონში
დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება .

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს
სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ლისაბონის სამიტის შემდეგ, დანიშნულია პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ, თბილისის №181 საჯარო სკოლას ესტუმრება. მინისტრი უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია" ჩვენებას დაესწრება. ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება სამოქალაქო განათლების
პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს
თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს. მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამაზ რობაქიძის განცხადებით, სიგნალიზაციებისა და ავტობლოკირების სისტემაში იყო შეფერხება, რის გამოც საათნახევრის განმავლობაში მატარებლები მხოლოდ მეტროს
სადგურ "დიდუბემდე" მოძრაობდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ლიზა ბაგრატიონი & ნიკუშა შენგელაია - მოფერება მინდა / Liza Bagrationi & Nikusha Shengelaia - Mofereba minda
ლიზა ბაგრატიონი & ნიკუშა შენგელაია - მოფერება მინდა
Liza Bagrationi & Nikusha Shengelaia - Mofereba minda



by:allfile


კახა ბენდუქიძეს საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა სწორად მიაჩნია
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძეს საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა სწორად მიაჩნია. როგორც ბენდუქიძემ გაზეთ "კომერსანტის" უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, საპენსიო ფონდი ფიქციაა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა მიაჩნია თუ არა სწორად, კახა ბენდუქიძე პასუხობს - "ეს ძალიან სწორია, რადგან საპენსიო ფონდი - ფიქციაა. საპენსიო ფონდის დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებს. ამიტომ ფონდი ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ქვეყანაში ისტორიულად აღინიშნება მოსახლეობის ზრდა. მაშინ საპენისო გადარიცხვების შემოსავალმა შესაძლოა უზრუნველჰყოს პენსიების გადახდა.
 სხვა შემთხვევაში ეს სისტემა არ მუშაოებს".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ფილიპ გორდონმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
საქართველოს მიმართ მორიგი მხარდამჭერი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა , რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ”ვიდრე რუსეთი სუვერენული ქვეყნის, კერძოდ კი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს, საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია არასოდეს იქნება ისეთი, როგორის ხილვაც თავად რუსეთს სურს”
აღნიშნა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტთან საუბრისას.

მისი თქმით, ვაშინგტონს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღესაც საერთაშორისო დღის წესრიგში აქვს და ასე გაგრძელებს მომავალშიც.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


gvinis qurdebi
gvinis qurdebi
.
magari prikoli videoa am qartuli komediuri filmidan
.
nakhet, ra ...


.



by:allfile


რვაფეხა "პაული" გარდაიცვალა
გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენის ოკენარიუმში ცნობილი რვაფეხა  „პაული" გარდაიცვალა.
ჯერ-ჯერობით უცნობია „პაულის" სიკვდილის მიზეზები.
სპეციალისტების ცნობით, რვაფეხა 2 წლის იყო.
აღსანიშნავია, რომ რვაფეხა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გაითქვა სახელი. რვაფეხამ ზუსტად იწინასწარმეტყველა გადამწყვეტი მატჩების შედეგები.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ქართველმა დიზაინერმა iPhone-ის ახალი დიზაინი შექმნა
ქართველმა დიზაინერმა არჩილ ვარდიძემ სმართფონ iPhone 6 –ის მოდელი შექმნა, რომელიც Concept Phones –ის ვებგვერდზეა განთავსებული.
მოწყობილობა, რომელიც დიზაინერმა გამოიგონა, გარეგნულად წინა მოდელებისგან განსხვავდება. სმართფონის კორპუსი ალუმინისგან იქნება დამზადებული, გვერდითა კედლები კი, შიდა ანტენის ფუნქციას შეასრულებს. ახალი აპარატი საკმაოდ თხელი იქნება, თუმცა დიზაინერს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა პარამეტრები ექნება ახალ აპარატს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ყვარელში დღეს ილიაობას აღნიშნავენ
ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე იუბილეს ყვარელში დღეს აღნიშნავენ. როგორც  ყვარლის კულტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ მერსეზაშვილმა განაცხადა, საიუბილეო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დღეს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile