თბილისის
მეტროპოლიტენი
ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს. მეტროპოლიტენის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სამსახურის
უფროსის თამაზ რობაქიძის განცხადებით, სიგნალიზაციებისა
და ავტობლოკირების სისტემაში იყო შეფერხება, რის გამოც საათნახევრის განმავლობაში მატარებლები მხოლოდ მეტროს სადგურ "დიდუბემდე"
მოძრაობდნენ. რობაქიძის
თქმით, მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგა, თუმცა ამ ეტაპზე არ არის
დადგენილი დაზიანების მიზეზი, რის გამოც მატარებლები შედარებით დაბალი
სიჩქარით მოძრაობენ.