მთავარი » მომხმარებლის მასალები [allfile (3724)]
« 1 2 ... 88 89 90 91 92 ... 265 266 »
ერისი
136199 ერისი (Eris) (დროებითი სახელები: ოფიციალური — 2003 UB313, არაოფიციალური — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah)) — ჯუჯა პლანეტა, 2005 ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის ერისი მეათე პლანეტად გამოაცხადეს 2005 წლის იანვარში, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა
 პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


მაკემაკე (Makemake)
მაკემაკე (Makemake) — სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა −243 °C (დაახ. 30 °K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს სანტასა და ერიდასთან ერთად.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


მზე
მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % [3]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ნიკელისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[4]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile