მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » ქართულ ბაზარს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება
5:04 PM
ქართულ ბაზარს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება



საქართველოს სოფლის მეურნეობის მინიტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში პურის ფასის გაზრდა, ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე შექმნილმა ხორბლის დეფიციტმა, მეორე მხრივ, მისმა გაძვირებამ გამოიწვია. შესაბამისად, ხორბლით წარმოებული ყველა პროდუქტის ღირებულება გაიზარდა.

`საქართველოში მოხმარებული ხორბლის 85 პროცენტი იმპორტირებულია, თუმცა საკმარისი მარაგი გვაქვს საიმისოდ, რომ შიდა ბაზარზე ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნას და მოსახლეობაში პანიკაც არ გაჩნდეს,`- აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა.








კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1225 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar