მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
5:03 PM
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკლელობისათვის ძებნილი გიორგი სარდალიშვილი, რომელმაც 2009 წლის 8 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრა ელგუჯა ლაღაძე, რომელიც ადგილზე  გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების შედეგად ამოღებულია `კალაშნიკოვის`ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოხდა მკვლელობა.









კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1212 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar