მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » უკრაინული გაზეთი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე წერს
5:07 PM
უკრაინული გაზეთი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე წერს


ქართული რეფორმები უკრაინული მედიის განხილვის საგანი ხდება. სტატია სახელწოდებით `ცნობიერების შეცვლა - უფრო ზუსტად მისი გამყარება` ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

`ქართული რეფორმები ეს არის ყველაზე გასაოცარი მეტამორფოზა არა მარტო იმათ შორის, რომელიც მინახავს, არამედ, რომელსაც ოდესმე წარმოვიდგენდი. გაგონილი მქონდა რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველში მიმდინარეობდა, კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი ამ ყველაფრის განხორციელების სიწრაფეს. 6 წელიწადში ხალხმა არა მარტო ეკონომიკა და საზოგადოებრივი მოდელი, არამედ მენტალიტეტიც შეცვალა. თავად განსაჯეთ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით, საქართველომ მე-11 ადგილზე გადმოინაცვლა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს - შვედეთს, იაპონიასა და ფინეთს გაუსწრო. აქ ინვესტიციებისთვის კარი ღიაა და ყველა პროცესი გამარტივებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტურიზმის განვითარებას, სააკაშვილმა ყველაფერს რკინის ხელით მიაღწია,`- წერს უკრაინელი ჟურნალისტი.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1227 | დაამატა: allfile | ტეგები: key | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar