ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა.
ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი.
შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია.
.
დანარჩენი იხილეთ სრულიადში
|