მთავარი » 2009 მარტი 11 » ქართველები . . . . .
12:45 PM ქართველები . . . . . | |
ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია. ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით. დასავლეთ საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, იშვიათია თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, თაფლისფერი) გამოირჩევა; აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და სამხრეთის ქართველები შედარებით დაბალი სიმაღლით, ბრგე აგებულებით, საშუალოზე მუქი ფერის თმითა (წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, მოშავო) და საშუალოზე მუქი ფერის თვალებით (მუქი თაფლისფერი, მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ყავისფერი) გამოირჩევიან. იშვიათია სუფთა შავი ფერის თმა და თვალები. ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობა ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |