მთავარი » 2009 » ივლისი » 13 » ლიტერატურული საღამოები ფრანკფურტში
12:47 PM
ლიტერატურული საღამოები ფრანკფურტში
 
 

 

ფრანკფურტის ქართული საზოგადოება "ქართული კულტურის ფორუმი" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 20-25 მაისს, მაინის ფრანკფურტში გამართავს ლიტერატურული საღამოების ციკლს "თანამედროვე ქართული მწერლობა". ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მიწვეულნი არიან მწერლები: დავით ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი.

20 მაისს ფრანკფურტის ლიტერატურულ სახლში "რომანის ფაბრიკა" გაიმართება ლიტერატურული საღამო, სადაც დავით ტურაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი ფრანკფურტის ლიტერატურულ საზოგადოებას წაუკითხავენ ნაწყვეტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან. ეს ამონარიდები საგანგებოდ ფრანკფურტის ლიტერატურული საღამოებისათვის ითარგმნა გერმანულად. 21 მაისს ქართველი მწერლები გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში ფრანკფურტის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. გაიმართება ლიტერატურული საღამო და პოდიუმ-დისკუსია თემაზე "ინტეგრაციის პრობლემა მიგრაციის პროცესთან მიმართებასა და მისი ასახვა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში". 25 მაისს კი ბოკენჰეიმის წიგნის სახლში გაიმართება ლაშა ბუღაძის საავტორო საღამო, სადაც მწერალი საზოგადოებას წაუკითხავს ნაწყვეტებს თავისი ახალი რომანიდან.

ქართული კულტურის ფორუმის მიერ ინიცირებული ლიტერატურული საღამოების სპონსორია ფრანკფურტის მერიის მულტიკულტურული თანაცხოვრების დეპარტამენტი, კულტურის დეპარტამენტი და ინტეგრაციის დეპარტამენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: www.geokulturforum.de

ინფორმაციის წყარო: ქართული დიასპორა
 
 
 
 
 




კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1701 | დაამატა: allfile | ტეგები: Literature, ფრანკფურტში, ქართული, forum, georgian, ლიტერატურული, კულტურის, საღამოები, ფორუმი, Culture | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar