12:30 PM საქ-ლოს / საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფინეთში | |
"გეპატიჟებათ უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა - საქართველო!" - ამ დევიზით ფინეთში, ,,ფინურ - ქართულ ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრში - საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად", ყოველწლიურად ფართოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. წელს, 29 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა ღონისძიებები: ორგანიზაციის გამგეობის შეკრება, ამ ორგანიზაციის ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფინეთში მცხოვრებმა ქართველებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: დიპლომატიის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ეკლესიის, ტურიზმის, ბიზნესის, მასმედიის სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ფინეთში მცხოვრებმა უცხოელებმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, დამსწრე საზოგადოება გაეცნო ქართულ კულტურას, სამზარეულოს, მიიღო ამომწურავი ინფორმაცია (ვიდეო მასალები, დოკუმენტური ფილმები) საქართველოს ისტორიის, საეკლესიო-სამონასტრო სულიერი კულტურის, ეკონომიკური პოტენციალის, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მოგესალმებით ამ ღირსშესანიშნავ დღეს ყველას, ვინც სტუმრად ჩამოხვედით თქვენს სამშობლოში და მათაც ვინც ეს ვერ მოახერხა. მე მოგიწოდეთ დაბრუნებულიყავით საქართველოში და აღგითქვით, რომ ყველაფერს ვიღონებდით ამის განსახორციელებლად, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ემიგრაციის ტკივილი აღარ განეცადათ. ინფორმაციის წყარო: ქართული დიასპორა
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |