მთავარი » 2010 ნოემბერი 25 » 136 ტოტალიზატორი 53 მილიონი ლარით დააჯარიმეს
6:24 PM 136 ტოტალიზატორი 53 მილიონი ლარით დააჯარიმეს | |
ტოტალიზატორების მფლობელები დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ამხილეს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ გედევანიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცადა, შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 136 ტოტალიზატორი შეამოწმა, რის შედეგადაც გამოვლინდა დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ ტოტალიზატორების ერთობლივი შემოსავალი შემოწმების პერიოდში შეადგენდა 280 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო მათ მიერ ოფიციალურად დეკლარირებული იყო მხოლოდ 47 მილიონი, ანუ 230 მილიონი ლარით ნაკლები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი იზარალა. გედევანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ტოტალიზატორებში წააგო 200 მილიონ ლარზე მეტი, მისივე თქმით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევებიც, როგორებიცაა ე.წ. "პოსლეზე" თამაში და "ხელზე გამაზვის" ფაქტები. მისივე თქმით, ხშირად ტოტალიზატორში წაგებული თანხების ამოღება გადადიოდა ქუჩურ გარჩევებში, რომელშიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, სამსახური აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას კვლავ აგრძლეებს. გედევანიშვილის განცხადებით, ტოტალიზატორების მფლობელებს, რომლებსაც დარღვევები აღმოუჩინეს, დაუწესდებათ ჯარიმები და გარდა ამისა, მოუწევთ დავალიანებების დაფარვა. მათგან, იმ ნაწილს, რომელსაც 25000 ლარზე მეტი აქვს დავალიანება, ამ თანხის დაფარვა მოუწევს 45 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ვასილ თქმით განცხადებით, აღნიშნულ 136 ტოტალიზატორზე, ჯარიმების სახით გადანაწილდება 53 მილიონი ლარი, თითოეულ მათგანს ჯარიმის გადახდა იმის მიხედვით დაეკისრება, თუ რა რაოდენობის გადასახადი ჰქონდათ მათ დამალული და რა სახის დარღვევები იყო მათ დაწესებულებაში აღმოჩენილი. ipn.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |