მთავარი » 2010»ნოემბერი»25 » საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ
6:05 PM
საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ
საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. "საქართველოს
სახელმწიფო ელექტროსისტემასა" (სსე) და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორს
შორის, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითიც შესაძლებელი
გახდება ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა
ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში. სსე-ს
ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ელექტროსისტემების ოპერატორები
აპირებენ პარტნიორობას. აღნიშნულ პარტნიორობას ფინანსურად მხარს უჭერს
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) "Tetra Tech"-ისა და
აშშ-ს ენერგეტიკული ასოციაციის საშუალებით. სომხეთი და საქართველო გეგმავენ მნიშვნელოვანად გაზარდონ ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობები. "ეს
პერსპექტივა თანამშრომლობისა და კოორდინაციის ახალ პოტენციალს აჩენს
ელექტროსისტემების ოპერირებაში, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი
იქნება. ეს სარგებელი მოიცავს ვაჭრობისა და ექსპორტის გაფართოებას და
ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისაგან შემოსულ შემოსავალს და სხვა", -
აცხადებენ სსე-ში.