მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » Le Figaro მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას აფასებს
1:06 PM
Le Figaro მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას აფასებს



"კავკასიელი პოსტმოდერნისტები", - ასეთი სათაურით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას ფრანგული გამოცემა "ფიგარო".
გამოცემა წერს, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი პასუხისმგებლობა აიღო და რუსეთს უპირობო დიალოგი შესთავაზა.
"ასეთი პაციფიზმი, რომელიც სამუდამო მშვიდობისკენ არის მიმართული, საერთაშორისო ურთიერთობებში რადიკალური ცვლილების შედეგია, რომელიც ძალის პოლიტიკის უუნარობის შეცნობის შედეგად წარმოიშვა", - ნათქვამია სტატიაში.
მიმომხილველი წერს, რომ სააკაშვილის ინიციატივა უფრო დიდ ყურადღებას იმით იწვევს, რომ ის იმ პროექტის ნაწილია, რომელიც საბჭოთა ეპოქის ადმინისტრაციულ მემკვიდრეობას რადიკალურად ეწინააღმდეგება.
"წინა პოლიციური სისტემის საპირწონედ და საზღვარგარეთ განათლება მიღებულ ახალგაზრდებზე დაყრდნობით, მოქმედმა გუნდმა ფსონი კერძო კაპიტალზე, თავისუფლებასა და გამჭვირვალობაზე დადო", - წერს "ფიგარო".
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ისტორიამ მისი უნიკალურობა განსაზღვრა. "ელინისტური მემკვიდრეობის ყოფილ კოლხიდას რუსეთის იმპერიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჯერ კიდევ დაწყებული 1801 წლის ანექსიის დღიდან 1991 წლამდე დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულებული. მისი ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ყირიმთან ერთად, საბჭოთა აპარატის წევრების დასვენების საყვარელი ადგილი იყო", - ნათქვამია "ფიგაროს" სტატიაში.
















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1209 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar