მთავარი » 2010»ნოემბერი»25 » დღეს, ბათუმში, პიაცას მოედანზე პლასიდო დომინგო იმღერებს
11:11 AM
დღეს, ბათუმში, პიაცას მოედანზე პლასიდო დომინგო იმღერებს
დღეს, 25 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმში, პიაცას მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო იმღერებს. პლასიდო დომინგო ბათუმში მაყურებლის წინაშე 14 საოპერო არიას სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან შეასრულებს. ბათუმი მაესტროსთან ერთად 2000 სტუმარს უმასპინძლებს. პლასიდო
დომინგოს კონცერტზე დასასწრებად სპეციალური პაკეტები შემუშავდა. კონცერტზე
დასასწრები ბილეთის გარდა პაკეტის მთლიან ღირებულებაში ასევე შედის 35-40
%-იანი ფასდაკლება აჭარის სასტუმროებში ("ბათუმი შერატონი", "ინტურისტი",
"სანაპირტო", "მარინა", "ერა", "ჩაო", "ისტამბული", "ნეპტუნი" და "კამეო").
პაკეტში შედის ასევე 15 %-იანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ
შესვლა და უფასო ტური ბათუმში. 1962-65
წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12
პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში. შემდგომ ის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრში მოღვაწეობდა. დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული. 2009 წელს დომინგო ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატიგ ახდა. თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.