მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » პატრიარქმა მრევლს სულიერ ფასეულობებზე ზრუნვისკენ მოუწოდა
10:57 AM
პატრიარქმა მრევლს სულიერ ფასეულობებზე ზრუნვისკენ მოუწოდა



სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში დღეს მრევლს სულიერ ფასეულობებზე ზრუნვისკენ მოუწოდა. უწმინდესმა დღეს სამბის საკათერდო ტაზარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. პატრიარქის თქმით, დღეს მთელი მსოფლიო გადართულია მატერიალური ფასეულობების შეგრევობისკენ და სამწუხაროდ ადამინები ლოცვას და საეკლესიო ცხოვრებას ნაკლებ დროს უთმობენ.

" გილცავთ მთავარ ანგელოზობას, დღეს დიდი ზეციური დღესასწაულია, რასაც ჩვენ ქვეყნიდან ვუერთდებით, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ანგელოზი, რომელიც გვიცავს.  მე მესმის რა დროშიც გვიწევს ცხოვრება, რომ უამარვ პრობლემებს ვაწყდებით,მგრამ  არსებობს ეროვნული, პიროვნული, კულტურული და მატერიალური ფასეულობები დღეს მთელი მსოფლიო გადართულია მატერიალური ფასეულობების შეგროვებისკენ, როგორც კი მოვა კვირის ბოლო დღე ყველა იმას ფიქრობს, რომ სადმე გავიდეს და გაერთოს, არავის ახსოვს ლოცვა, ზიარება, საეკლესიო ცხოვრება. მე მახსოვს, რომ ერთი ბრძენი ადამიანი გამოვიდა კრებაზე და თქვა, რომ თუ შენ დაკარგე სიმდიდრე არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა შენ სიცოცხლეს კიდევ შეძლებ, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა შენ ყველაფერი დაკარგული გაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს სულიერად" – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ადამიანებს ცხოვრების ჯვარზე ფიქრისკენ მოუწოდა, ''უფალი ვინც მეტად უყვარს იმას უფრო უგზავნის განსაცდელს, ზოგჯერ განსაცდელები იმდენია, რომ ვიღლებით და ამ დროს უნდა ვთქვათ დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენი ჯვარი ბოლომდე ვატაროთ, ვისაც სასოება და სიყვარული აქვს ის აუცილებლად მივა ბოლომდე"– მოგვიწოდა პატრუიიარქმა.

წირვის შემდეგ უწმინდესმა ქურასბედიანები, კეკელიძეები, სხილაძბი, ლორიები, მარკოზაშვილები და სხვა  24–მდე ქართული გვარი აკურთხა და გამრავლება უსურვა, რამდენიმე მამაო დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. დღესვე ილია II ერთ ქართულ–აფხაზურ წყვილს ჯვარი დაწერა.















კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1466 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar