მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » Borjomi / 120 წლის იუბილეს „ბორჯომი“ ახალი დიზაინით აღნიშნავს
5:35 PM
Borjomi / 120 წლის იუბილეს „ბორჯომი“ ახალი დიზაინით აღნიშნავს



120 წლის თავზე ბორჯომი ახალი დიზაინის ბოთლებში ჩამოისხმევა. „ბორჯომის" ახალი ბოთლის პრეზენტაცია კომპანიის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში გაიმართება. ახალ დიზაინზე მუშაობა 2010 წლის დასაწყისში დაიწყო.
20 ნოემბერს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო" მინერალური წყლის „ბორჯომის" საწარმოო წესით ჩამოსხმიდან 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები ბორჯომსა და თბილისში გაიმართება.

„ფორმა აშკარად შეცვლილია თუმცა დიზაინერები ცდილობდნენ ტრადიციული შტრიხები სრულად შეენარჩუნებინათ, რადგან ბოთლი, რომელიც დღევანდელ დღემდე იყო ბაზარზე, ყველასათვის ნაცნობია და საკმაოდ დადებით ემოციებს აღძრავს მომხმარებელში. განახლებული ტარა კვლავინდებურად ღია მწვანე ფერის მინა და პლასტმასია. ახალი დიზაინის მქონე ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმის და ოდნავ გამოყვანილია. აქცენტირებულია "ირმის" რელიეფური გამოსახულება, რომელიც ბორჯომის მწარმოებლის სამარკო ნიშანია. წარწერებისა და გამოსახულებების გეომეტრია ტრადიციულ ბოთლთან შედარებით გაცილებით მკვეთრად არის განსაზღვრული. გამოყენებულია ასევე ტრადიციული თეთრი და წითელი ფერების მქონე ეტიკეტი. ახალი ბოთლის შექმნის იდეა სხვადასხვა ბაზარზე ჩატარებული კვლევების შედეგია. მომხმარებელი სიახლეს ითხოვდა და ჩვენც ეს მოთხოვნა შევასრულეთ" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა კიკვაძემ.

ბორჯომში პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები დაესწრებიან. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს" პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
ღონისძიების მეორე ნაწილი თბილისი - 19 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბორჯომის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
























კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1418 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar