მთავარი » 2010 » ნოემბერი » 17 » BBC / ბიბისი - საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის პრექტს ეხმაურება
2:09 PM
BBC / ბიბისი - საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის პრექტს ეხმაურება



საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას და პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოში” მიმდინარეობას ვრცელ სტატიას უძღვნის გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება „ბი-ბი-სი”.
ჟურნალისტი ტომ ესლემონტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის მიმდინარეობას, ერთ-ერთი მოხალისე მასწავლებლის, ვაშინგტონელი ლიზა მაიორელოს მაგალითზე მოგვითხრობს, რომელიც ინგლისურ ენას ქუთაისელ მოსწავლეებს ასწავლის. 
ესლემონტი წერს, რომ ქართველები უპირატესობას რუსულის ნაცვლად ინგლისურის სწავლას ანიჭებენ. მოსწავლეების უმრავლესობისთვის ლიზა პირველი უცხოელი მასწავლებელია. მისი ჩამოსვლა უდაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ მოსწავლეებს. ლიზა იმ ათას მოხალისე პედაგოგს შორის არის, ვინც საქართველოს მთავრობამ მოიწვია. მასწავლებლები არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტარლიიდან, ახალი ზელანდიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოვიდნენ.
„ისინი რუსულს სწავლობდნენ, მაგრამ ახლა მათ ინგლისურიც უნდა ისწავლონ, ეს მათ მსოფლიოსკენ გაუხსნის გზას. არც ერთი ბავშვი არ ასახელებს რუსულს საყვარელ საგნად. ქუთაისში ბავშვები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი ინგლისურის სწავლაში, ვიდრე რუსულის. კითხვის დასმისთანავე ხელის აწევით მაცნობენ რომ გაკვეთილი მომზადებული აქვთ.” – ამბობს ლიზა „ბიბისი”-სთან ინტერვიუში.
სტატიაში, ესლემონტი, ასევე წერს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის გართულებულმა ურთიერთობამ და ომმა, კიდევ უფრო დააჩქარა ქვეყანაში რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლების პროცესი.
„საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არ არის. ჩვენთვის მთავარი სიმდიდრე ადამიანური რესურსებია. ქვეყანაში, სადაც არც ნავთობი და არც გაზი არის, მთავარი სტრატეგია განათლებაა. დღეისათვის, საშუალო სკოლებში, ინგლისური ენა, უცხო ენებს შორის ყველაზე პოპულარულია.” – ამბობს დიმიტრი შაშკინი ბრიტანელ ჟურნალისტთან საუბრისას.
„ქართული სკოლების მოდერნიზაცია 5 წლის წინ დაიწო, მაშინ როდესაც კორუფცია მძვინვარებდა. 2008 წლისთვის იუნესკოს მონაცემებით, განსხვავებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან, საქართველო განათლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლებ თანხას გამოყოფდა და მოსწავლეთა მხოლოდ 25% განაგრძობდა სწავლას უნივერსიტეტში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ეს პრობლემა უკვე გვარდება, მხოლოდ სახელმძღვანელოებზე 2010 წელს დაბალი სოციალური ფენის ბავშვებისთვის, სამინისტრომ 4 მილიონ 500 ათასი დოლარი დახარჯა" - წერს „ბიბისი".
























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1280 | დაამატა: allfile | ტეგები: ბიბისი, bibisi, Rustavi2, imedi, BBC, teleimedi, bbcnews, bbc news, onlinewnews.ge | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar