მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » რომში დღეს გია ყანჩელის საავტორო კონცერტი გაიმართება
7:55 PM
რომში დღეს გია ყანჩელის საავტორო კონცერტი გაიმართება



რომის მუსიკალურ ცენტრ "აუდიტორიუმში" დღეს გია ყანჩელის საავტორო კონცერტი გაიმართება . კონცერტი იტალიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები, მათ შორის სპეციალურად კინოსთვის დაწერილი კომპოზიციები.
ხვალ კი ყანჩელის ნაწარმოებებს ანსამბლი "რუსთავი" ქალაქ პალერმოში შეასრულებს.
იტალიაში საქართველოს დღეების ფარგლებში "რუსთავი" პალერმოს საკრალური და ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას, 17 ნოემბერს კი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ქართულ საგალობლებსა და ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებს.
ქართული დღეების ფარგლებში ანსამბლი "რუსთავი" სოლო კონცერტს რომშიც გამართავს.
იტალიაში საქართველოს დღეები 14-19 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტარდება.

 






















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1305 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar