დეტექტიური ჟანრის თამაში L.A. Noire გაყიდვაში 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Eurogamer ავრცელებს. L.A.
Noire-ზე სტუდია Team Bondi მუშაობს. თამაში შემუშავებულია PlayStation
3-სა და Xbox 360-თვის. ცნობილია, რომ თავდაპირველად თამაშის გამოშვება
2008 წლისთვის იგეგმებოდა, რაც მრავალი სირთულის გამო გადაიდო. ამ
დროისათვის ცნობილი ხდება ასევე თამაშის სიუჟეტიც. მოქმედება 1947 წელს
ლოს-ანჟელესში ვიტარდება. თამაშის მთავარი გმირი პოლიციის ოფიცერი კოულ
ფელპსია, რომელსაც მრავალი დანაშაულის გახსნა უწევს. თამაშში შემუშავებული
სპეციალური ტექნოლოგიების შედეგად, მთავარ გმრს ინტონაციისა და მიმიკის
ცვლის შედეგად ადვილად შეუძლია დაადგინოს იტყუებიან თუ არა თამაშის
დანარჩენი გმირები.