მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » 2012 წლიდან პარლამენტი ქუთაისში, სავარაუდოდ, სრული შემადგენლობით გადავა
9:27 PM
2012 წლიდან პარლამენტი ქუთაისში, სავარაუდოდ, სრული შემადგენლობით გადავა



2012 წლიდან პარლამენტი ქუთაისში, სავარაუდოდ, სრული შემადგენლობით გადავა.
ამ ეტაპზე არსებული გადაწყეტილებით, იგეგმება ქუთაისში როგორც სესიების გადასვლა, ისე კომიტეტების და აპარატის თანამშრომლების გადაყვანაც.
გასულ წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან უნდა ამოქმედდეს, პარლამენტის ადგილსამყოფელად როგორც თბილისი, ისე ქუთაისია დასახელებული. თუმცა, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა გაიმართოს.
რაც შეეხება პარლამენტის დღევანდელ შენობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და რომლის ერთი მხარე ავარიულად არის შეფასებული, მისი მომავალი გაურკვეველია.
ქუთაისში კი მომავალი პარლამენტის შენობის მშენებლობა დაწყებულია, თუმცა საიდან ფინანსდება და ან ვინ აფინანსებს ამ მშენებლობას, "გასაიდუმლოებულია".
თბილისში მდებარე პარლამენტის სასახლის მშენებლობა კი 1938 წელს დაიწყო და 1953 წელს დასრულდა. შენობის ადგილას XIX საუკუნეში ალექსანდრე ნეველის სახელობის დიდი რუსული ეკლესია იდგა. "სობორის" ტაძარი 1897 წელს აიგო. ეკლესია ბიზანტიურ სტილში იყო აგებული, მაგრამ რუსული ეკლესიისთვის დამახასიათებელი გუმბათი ჰქონდა. Eეს ეკლესია 1930 წელს დაანგრიეს.





























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1185 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar