აბუ–დაბის ყველაზე დიდი სასტუმრო Grand
Al Wahada 2010 წლის ნოემბრიდან მასპინძლობს სტუმრებს. 850 ნომრიანი
სასტუმრო, რომელიც ჯგუფ Millennium Hotels და Resorts ეკუთვნის, სავაჭრო
ცენტრისა და სპორტული კლუბის AL Wahda-ს გვერდით აშენდა. სასტუმროს 585
ნომერი სტანდარტულია, ხოლო 265 აპარტამენტი, იუწყება Arabianbusiness.com. სასტუმროში
რამოდენიმე რესტორანია, სადაც სტუმრებს ინტერნაციონალურ კერძებს
შესთვაზებენ, კერძოდ, აზიური რესტორანი Toshi, იტალიური – Portabello და
რესტორან–გრილი Portehouse Blues ბარით. „აბუ–დაბის სასტუმროს გახსნა ახალი ერის დასაწყისს ნიშნავს" – დასძინა სასტუმროს დირექტორმა მაიკლ სორგენფრეიმ. ამასთან,
ახალ სასტუმროში ქალაქში ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი კლუბიც გაიხსნა,
რომელიც უახლესი ტექნიკის ტრენაჟორებით არის აღჭურვილი. Millennium Hotels და Resorts თავის კოლექციაში 120 სასტუმროს ითვლის მსოფლიოს 19 ქვეყანაში.