სათაფლია ტურისტების მიღებას ნოემბრის ბოლოდან შეძლებს
ტურისტული და სამეცნიერო ცენტრი –
სათაფლია, ტურისტებისა და დაინტერესებული პირების მიღებას ნოემბრის ბოლოდან
შეძლებს ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა
მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სათაფლიაში ჩასულებს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დახვდებათ. "აშენდა
სასტუმრო, მუზეუმი, ვიზიტორთა ცენტრი, გაიწმინდა მღვიმე, დამონტაჟდა ახალი
თანამედროვე განათების სისტემა, გაკეთდა ახალი ბილიკები, აშენდა
ამფითეატრი და მოხდა დინოზავრის ნაკვალევის კონსერვაცია. ასევე, სრულად
აღდგა სათაფლიამდე მისასვლელი შიდა გზები. ეს ყველაფერი სულ 5 თვეში
გაკეთდა. სამუშაოებზე
დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი, ცენტრის გახსნისა და ექსპლუატაციაში
შესვლის შემდეგ კი ადგილზე 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ნოემბრის
ბოლოს საქართველოს ტურისტულ რუკაზე განახლებული და სახეცვლილი ტურისტული
ცენტრი-წერტილი გაჩნდება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.