საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ”
სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება
დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და
ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას
გულისხმობს, პირველი აქცია განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. სერტიფიცირებულ
მასწავლებლებს რონიკოს ოპტიკურ სალონში, უახლესი სტანდარტების
მაღალტექნოლოგიური აპარატურით მხედველობის დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ,
კვალიფიციურმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა მათ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.
პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ შეღავათიან ფასებში შეეძინათ უმაღლესი
ხარისხის ოპტიკური სათვალეები და სასათვალე ლინზები. ”რონიკო” ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს სთავაზობს მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტს. საშეღავათო პაკეტი მოიცავს:
100 ლარამდე ღირებულების ოპტიკურ ჩარჩოებს;
80 ლარამდე ღირებულების სასათვალე ლინზებს;
მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას. ფასდაკლებით
სარგებლობა პედაგოგებს შეუძლიათ ერთჯერადად, 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011
წლის 1 თებერვლამდე (მიუხედავად სეზონური და სხვა ტიპის აქციებისა).