მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი
Facebook ელ-ფოსტის სერვისს მომხმარებელს 15 ნოემბრიდან შესთავაზებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა TechCrunch ანონიმურ წყაროებზე
დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილი
ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ ამავე დღეს სოციალური ქსელის დამფუძნებელის
მარკ ცუკერბერგი სან-ფრანცისკოში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია თემა, რომელზეც ცუკერბერგი ისაუბრებს. არაოფიციალური
ინფორმაციით, შეხვედრა სწორედ ახალი სერვისი პრეზენტაციას დაეთმობა, რომლის
კოდური სახელწოდება Facebook Titan-ია. ცნობილი
ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობა ყველა
Facebook-ელს შეეძლება და მათი ელექტრონული მისამართები @facebook.com-ით
დასრულდება. თავდაპირველად
აღნიშნულ პროექტზე ცნობილი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. მოსალოდნელია,
რომ სერვისს 500 მილიონი პოტენციური მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ეს არის
იმ ადამიანთა რიცხვი, რომელებიც Facebook-ით სარგებლობენ.