მთავარი » 2010»ნოემბერი»12 » ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო მასალები შემთხვევით eBay- ს აუქციონზე გაიყიდა
8:43 PM
ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო მასალები შემთხვევით eBay- ს აუქციონზე გაიყიდა
დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ
ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე მეორადი ნოუთბუკი იყიდა. როგორც მოგვიანებით
გაირკვა, კომპიუტერში ავრანეთის საომარი ოპერაციის გრიფით საიდუმლო
დოკუმენტები იყო ჩაწერილი. ამის შესახებ მყიდველმა მოხლოდ მას შემდეგ
გაიგო, რაც სახლში მისვლისთანავე კომპიუტერი ჩართო და მყარ დისკზე
ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში ჩატარებულ ოპერაციებზე დოკუმენტები
აღმოაჩინა. ასევე ცნობილი
ხდება, რომ აქვე იყო მოთავსებული დეტალური ინფორმაცია ავღანეთში ბრიტანული
ჯარების განთავსების შესახებ და იარაღის საცავებში საბრძოლო საშუალებების
რაოდენობაც. „თავდაპირველად
ძალიან შემეშინდა. მსგავსი დოკუმენტები აუქციონზე არ უნდა იყიდებოდეს.
წარმომიდგენია რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ნოუთბუქი სხვის ხელში რომ
მოხვედრილიყო."-განაცხადა ნოუთბუქის მყიდველმა ჟურნალისტებთან მიცემულ
ინტერვიუში. გრიფით საიდუმლო
ინფორმაციის აღმოჩენისთანავე, ნოუთბუქის მფლობელმა მყარი დისკი
დაუყოვნებლივ მიაწოდა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტოს წარმომადგენლებს. შედეგად
გაირკვა, რომ კომპიუტერის მფლობელი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების
ოფიცერს რობერტ საგდენს ეკუთვნოდა. მისი თქმით, აუქციონზე წარდგენისას
დარწმუნებული იყო, რომ კომპიუტერშ არანაირი საიდუმლო მასალა აღარ
არსებობდა.