მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ,,Global Star” სასტუმრო სახლების კლასიფიკაციის განხორცილებას იწყებს
7:50 PM
,,Global Star” სასტუმრო სახლების კლასიფიკაციის განხორცილებას იწყებს


კომპანია ,,Global Star” სასტუმროებისა და რესტორნების კლასიფიკაციასთან ერთად სასტუმრო სახლების (Guest House) კლასიფიკაციის განხორცილებას იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2010 წლის 15 ნოემბერს 12 საათზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში გაიმართება პრეზენტაცია. კომპანია ,,Global Star”  წარადგენს სასტუმრო სახლების (Guest House) სტანდარტებს.
,,Global Star”-ის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო სახლების  კლასიფიკაცია დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე.  კლასიფიკაციაში ჩამოყალიბებულია 159 მოთხოვნა, რომელიც ეხება, როგორც შენობა-ნაგებობებს და ინფრასტრუქტურას, ასევე   სასტუმრო სახლების (Guest House) შიდა მოწყობას და სერვისს. კლასიფიკაცია ითვალისწინებს 1-4-მდე (ვარსკვლავი) კატეგორიას და თითოეული კატეგორიისთვის განსაზღვრულია, როგორც სავალდებულო  მოთხოვნები, ასევე  კრიტერიუმები  დამატებითი  ქულების  მოსაპოვებლად. ქვემოთ მოყვანილია  იმ პუნქტების მოკლე ჩამონათვალი, რის მიხედვითაც განხორციელდება სასტუმრო სახლების აუდიტი:    

  • მისასვლელი და მანქანის  პარკინგი
  • შენობის  ექსტერიერი
  • ეზო/ბაღი
  • სტუმრის მისაღები სივრცე
  • რეცეპციის მუშაობა, ბარგის გადატანა
  • რეზერვაციები
  • დერეფნები, კიბეები
  • ოთახები
  • ოთახების ატრიბუტები     
  • სააბაზანოები
  • ოთახების მომსახურება
  • სასადილო და თანხმლები ინფრასტრუქტურა
  • საუზმე
  • ლანჩი
  • სადილი
  • მაგიდის მომსახურება
  • სასმელებით მომსახურება
  • საზოგადო საპირფარეშო
  • პერსონალთან დაკავშირებული საკითხები















კატეგორია: საუკ. რესტორნ/სასტუმროები | ნანახია: 1303 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar